ფორმას და ანგარიშგებას მომხმარებლის მენიუს, ინსტრუმენტული პანელისა
და კონტექსტური მენიუს დამატება Access 2003-ში
მონაცემთა ბაზის გაღებისას ფორმის გამოტანა და სხვა პარამეტრების დაყენება
მონაცემთა ბაზის გაღებისას ფორმის გამოტანა შესაძლებელია დიალოგური ფანჯრით StartUp ან მაკროსით AutoExec.
დიალოგური ფანჯარაში StartUp ველების და ალმების დანიშნულება შემდეგია/სურ.დ.17/:
- Application Title – დანართის სათაური, ჩაწერეთ დანართის სათაური;
- Application Icon – დანართის იარლიყი, ღილაკით Browse მიუთითეთ დანართის იარლიყის მისამართი. იარლიყი შეიძლება იყოს Access-ის, ან თქვენს მიერ სპეციალურად შექმნილი;
- Menu Bar – მენიუთა სტრიქონი, მიუთითეთ თქვენს მიერ შემუშავებული მენიუთა სტრიქონის დასახელება;
- Allow Full Menu – მენიუთა სრული კრებული. შეგიძლიათ შეზღუდოთ, ან სრულად გამოიყენოთ Access-ის მენიუთა სტრიქონი;
- Allow Default Shortcut Menu – კონტექსტური მენიუ გაჩუმებით. შეგიძლიათ შეზღუდოთ, ან სრულად გამოიყენოთ Access-ის მენიუთა სტრიქონების კონტექსტური მენიუ;
- Display Form/Page – ფორმის/გვერდის გამოტანა. მიუთითეთ ფორმის, გვერდის სახელი, რომელიც ბაზის გაღებისას გამოვა ეკრანზე;
- Display Database Window – მონაცემების ბაზის ფანჯარა. თუ ალამი მონიშნული არ არის მონაცემების ბაზის ფანჯარა ეკრანზე არ გამოტანება;
- Display Status Bar – მდგომარეობათა სტრიქონი. თუ ალამი მონიშნული არ არის მდგომარეობათა სტრიქონი ეკრანზე არ გამოტანება;
- Shortcut Menu Bar – კონტექსტური მენიუ. თუ ალამი მონიშნულია მენიუთა სტრიქონი გამოიტანება თაგუნას მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნებით როგორც კონტექსტური მენიუ;
- Allow Built-in Toolbars – ჩაშენებული ინსტრუმენტული პანელები. თუ ალამი მონიშნული არ არის, მაშინ მომხმარებლის მენიუთა სტრიქონში ჩართული სისტემური მენიუ არ გამოიტანება;
- Allow Toolbar/ Menu Changes – ინსტრუმენტული პანელის ცვლილება. თუ ალამი მონიშნული არ არის ინსტრუმენტული პანელში ღილაკების შეცვლა შეუძლებელია;
- Use Access Special Keys – სპეციალური კლავიშები. თუ ალამი მონიშნული არ არის შეუძლებელია ე.წ. ”ცხელი” კლავიშებით სარგებლობა, კერძოდ:
მენიუთა სტრიქონში ჩვენს მიერ ჩართული სისტემური მენიუს, წარმოდგენა (View), გამოტანა შესაძლებელი გახდა ალმის Allow Built-in Toolbars მონიშვნით/სურ.დ.19 /.
ამ გაწყობასთან ერთად პროექტის პროგრამებისთვის პაროლის დადებით, მომხმარებლისთვის მიწვდომელია პროექტში ცვლილებების შეტანა: ფორმის, ცხრილის, ანგარიშგების სტრუქტურის, პროგრამების შეცვლა.
სურ.18-ზე ნაჩვენები StartUp ფანჯრის გაწყობის თანახმად ბაზის გაღებისას გამოვა მხოლოდ ფორმა სახელით Fsaati და ჩვენს მიერ შემუშავებული მენიუთა სტრიქონი/სურ.დ.19 /.